суббота, 7 октября 2017 г.

ტრენინგის მეცხრე დღე


მეცხრე დღით ეს საინტერესი ტრენინგიც დასრულდა.
ინტელის სასწავლო კურსი ძალიან შრომატევადი და პროდუქტიული აღმოჩნდა ჩემთვის. ამ ცხრა დღის განმავლობაში უკვე კარგად ვისწავლე პროექტის თითოეული ეტაპის პრაქტიკულად განხორციელების და დოკუმენტაციის სწორად წარმოების გზები.
დღეს ჩვენ განვიხილეთ თითოეული მონაწილის პროექტები. მასწავლებლებმა ნათლად და მკაფიოდ ისაუბრეს საკუთარი პროექტების აქტუალობაზე, ზოგიერთ მათგანს უკვე დაწყებული აქვს ამ პროექტის გამხორციელება. მათ საკმაოს კარგად ჩამოაყალიბეს პროექტის პრობლემა, მიზანი და განსახორციელებელი აქტივობები. მივეცით ერთმანეთს საჭირო რეკომენდაციები. ყველა პროექტი საკმაოდ შთამბეჭდავი იყო.
ქალბატონი ქეთის მონდომების და მოთმინების შედეგი სწორედ ის არის, რომ ამის შემდეგ ტრენინგის მონაწილე თითოეული მასწავლებელი პროექტის გამზადებული დოკუმენტაციით წარსდგება მოსწავლეების წინაშე და განვახორციელებთ მას.
დიდი მადლობა ქალბატონ ქეთის იმ გულისხმიერებისათვის, რაც მან გამოიჩინა თითოეული ჩვენგანის მიმართ.


  

воскресенье, 1 октября 2017 г.

ტრენინგის მერვე დღე

დღე დავიწყეთ განვლილი მასალის გამეორებით. შევქმენით ფასილიტაციის რესურსი. გადავხედეთ ჩვენს პორთფოლიოს, დაშევასწორეთ სახელები.პორტფოლიო გადავიტანეთ დრაივზე, მივანიჭეთ მისამართი და საქაღალდე გადავიტანეთ ბლოგზე.დღევანდელი დღეც პროდუქტიული და ნაყოფიერი აღმოჩნდა, რისთვისაც მადლობას ვუხდით ქალბატონ ქეთის.