კიდევ ერთი საინტერესო დღე გვქონდა. დღე დავიწყეთ განვლილი მასალის გამეორებით. დღეს დავასრულეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა. დეტალურად გავწერეთ სასწავლო პროექტის გეგმის პროცედურები. დავწერეთ ინსტრუქციები მოსწავლის საჭიროებების გათვალისწინებით. დღევანდელი დღეც ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო.
суббота, 30 сентября 2017 г.
воскресенье, 24 сентября 2017 г.
ტრენინგის მეექვსე დღე
დღე დავიწყეთ გავლილი მასალის გამეორებით. გავიხსენეთ პაუერპოინტში მუშაობა და გავაკეთეთ მოსწავლის პრეზენტაცია. ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკებზე და გადავათვალიერეთ გეგმების ნიმუშები. დღევანდელი დღეც ძალიან საინტერესო იყო,რისთვისაც დიდი მადლობას ვუხდი ჩვენს ტრენერს!
суббота, 23 сентября 2017 г.
ტრენინგის მეხუთე დღე
დღევანდელი დღე აქტივობებით ძალიან საინტერესო და მრავლის მომცემი იყო.ასევე გავეცანით საავტორო უფლებებს და ვისწავლეთ პროექტს როგორ უნდა მივუთითოთ მოპოვებული მასალის წყარო. დავათვალიერეთ ერთმანეთის ბლოგები და გავაკეთეთ კომენტარები. შევქმენით მოსწავლის ბლოგი. შესწავლილმა მასალამ გამიჩინა მოტივაცია იმისათვის,რომ უფრო მეტი ვიშრომო და უფრო აქტიური გავხდე.
суббота, 16 сентября 2017 г.
ტრენინგის მესამე დღე
ტრენინგის მესამე დღე დავიწყეთ წინა მასალის გამეორებით, შემდეგ გადავდით პროექტის გეგმაზე სამუშაოდ და დავიწყეთ საკუთარი გეგმის შევსება, განვსაზღვრეთ სტანდარტი, მიზანი და განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. შემდეგ დავიწყეთ საკუთარი გეგმის შევსება. ტრენერი გვადევნებდა თვალყურს და დრო და დრო გვაძლევდა საჭირო მითითებებს.
суббота, 9 сентября 2017 г.
ტრენინგის პირველი დღე
ტრენინგის პირველი დღე იყო ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი.გავეცანით ტრენინგის მონაწილეები ერთმანეთს. ასევე თვალსაჩინო გახდა ტრენინგის მიზანი. საინტერესო იყო გზამკვლევის გაცნობა. პროექტების განხილვა და პორტფოლიოს საქაღალდის შექმნა. დღევანდელი ტრენინგი იყო საინტერესი და ნაყოფიერი.
Подписаться на:
Сообщения (Atom)