суббота, 7 октября 2017 г.

ტრენინგის მეცხრე დღე


მეცხრე დღით ეს საინტერესი ტრენინგიც დასრულდა.
ინტელის სასწავლო კურსი ძალიან შრომატევადი და პროდუქტიული აღმოჩნდა ჩემთვის. ამ ცხრა დღის განმავლობაში უკვე კარგად ვისწავლე პროექტის თითოეული ეტაპის პრაქტიკულად განხორციელების და დოკუმენტაციის სწორად წარმოების გზები.
დღეს ჩვენ განვიხილეთ თითოეული მონაწილის პროექტები. მასწავლებლებმა ნათლად და მკაფიოდ ისაუბრეს საკუთარი პროექტების აქტუალობაზე, ზოგიერთ მათგანს უკვე დაწყებული აქვს ამ პროექტის გამხორციელება. მათ საკმაოს კარგად ჩამოაყალიბეს პროექტის პრობლემა, მიზანი და განსახორციელებელი აქტივობები. მივეცით ერთმანეთს საჭირო რეკომენდაციები. ყველა პროექტი საკმაოდ შთამბეჭდავი იყო.
ქალბატონი ქეთის მონდომების და მოთმინების შედეგი სწორედ ის არის, რომ ამის შემდეგ ტრენინგის მონაწილე თითოეული მასწავლებელი პროექტის გამზადებული დოკუმენტაციით წარსდგება მოსწავლეების წინაშე და განვახორციელებთ მას.
დიდი მადლობა ქალბატონ ქეთის იმ გულისხმიერებისათვის, რაც მან გამოიჩინა თითოეული ჩვენგანის მიმართ.


  

воскресенье, 1 октября 2017 г.

ტრენინგის მერვე დღე

დღე დავიწყეთ განვლილი მასალის გამეორებით. შევქმენით ფასილიტაციის რესურსი. გადავხედეთ ჩვენს პორთფოლიოს, დაშევასწორეთ სახელები.პორტფოლიო გადავიტანეთ დრაივზე, მივანიჭეთ მისამართი და საქაღალდე გადავიტანეთ ბლოგზე.დღევანდელი დღეც პროდუქტიული და ნაყოფიერი აღმოჩნდა, რისთვისაც მადლობას ვუხდით ქალბატონ ქეთის.

суббота, 30 сентября 2017 г.

ტრენინგის მეშვიდე დღე

 კიდევ ერთი საინტერესო დღე გვქონდა. დღე დავიწყეთ განვლილი მასალის გამეორებით. დღეს დავასრულეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა. დეტალურად გავწერეთ სასწავლო პროექტის გეგმის პროცედურები. დავწერეთ ინსტრუქციები მოსწავლის საჭიროებების გათვალისწინებით. დღევანდელი დღეც ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო.

воскресенье, 24 сентября 2017 г.

ტრენინგის მეექვსე დღე

დღე დავიწყეთ გავლილი მასალის გამეორებით. გავიხსენეთ პაუერპოინტში მუშაობა და გავაკეთეთ მოსწავლის პრეზენტაცია. ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკებზე და გადავათვალიერეთ გეგმების ნიმუშები. დღევანდელი დღეც ძალიან საინტერესო იყო,რისთვისაც დიდი მადლობას ვუხდი ჩვენს ტრენერს!

суббота, 23 сентября 2017 г.

ტრენინგის მეხუთე დღე

დღევანდელი დღე აქტივობებით ძალიან საინტერესო და მრავლის მომცემი იყო.ასევე გავეცანით საავტორო უფლებებს და ვისწავლეთ  პროექტს როგორ უნდა  მივუთითოთ მოპოვებული მასალის წყარო. დავათვალიერეთ ერთმანეთის ბლოგები და გავაკეთეთ კომენტარები. შევქმენით მოსწავლის ბლოგი. შესწავლილმა მასალამ გამიჩინა მოტივაცია იმისათვის,რომ უფრო მეტი ვიშრომო და უფრო აქტიური გავხდე.

суббота, 16 сентября 2017 г.

ტრენინგის მესამე დღე

ტრენინგის მესამე დღე დავიწყეთ წინა მასალის გამეორებით, შემდეგ გადავდით პროექტის გეგმაზე სამუშაოდ და დავიწყეთ საკუთარი გეგმის შევსება, განვსაზღვრეთ სტანდარტი, მიზანი და განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. შემდეგ დავიწყეთ საკუთარი გეგმის შევსება. ტრენერი გვადევნებდა თვალყურს და დრო და დრო გვაძლევდა საჭირო მითითებებს.

суббота, 9 сентября 2017 г.

ტრენინგის პირველი დღე

ტრენინგის პირველი დღე იყო ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი.გავეცანით ტრენინგის მონაწილეები ერთმანეთს. ასევე თვალსაჩინო გახდა ტრენინგის მიზანი. საინტერესო იყო გზამკვლევის გაცნობა. პროექტების განხილვა და პორტფოლიოს საქაღალდის შექმნა. დღევანდელი ტრენინგი იყო საინტერესი და ნაყოფიერი.